Wednesday, December 19, 2012

მიმდინარეობები ხელოვნებაში

http://kenney-mencher.blogspot.com/2012/04/discussion-and-video-neoclassical-art.html
კლასიციზმი
კლასიციზმი (ლათ. classicus – სამაგალითო) მე-17 საუკუნის ევროპაში წარმოშობილი ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმდინარეობა.
კლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება. ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. კლასიციზმის ესთეტიკაში შემდეგი პრინციპები გაირჩევა:
გონება უპირისპირდება გრძნობას და მთავარ ადგილს იკავებს.
არსებობს აბსოლუტური იდეალი, რომელთან მიახლოვებაც არის ხელოვნების მიზანი.
ბუნების მხატვრული გარდაქმნა ამავე დროს მისი წვდომაცაა. ამდენად, ხელოვნებას ეკისრება სამყაროს იდეალური კანონზომიერებების გამოაშკარავების ფუნქცია. კლასიციზმის ესთეტიკა მხოლოდ მარადიულს აფასებს.
კლასიციზმი ეძებს არა რეალობას ან გამოგონილს, არამედ დამაჯერებლობას, შესაძლებელს, მისაღებს. გამორიცხულია ყველაფერი ექსტრავაგანტული და არაბუნებრივი. დაუშვებელია პუბლიკის შოკირება.
კლასიციზმში შემოქმედს მხოლოდ შთაგონება არ ჰყოფნის, შთაგონებას და წარმოსახვას უნდა აკონტროლებდეს გონება.
სტილზე მუშაობისას ხელოვანმა უნდა მიბაძოს ანტიკურ ავტორებს, რადგან ისინი ეტალონებად მიიჩნევა.


 რენესანსი

იტალიური რენესანსით (იტ.: rinascimento) დაიწყო რენესანსის პერიოდის საწყისი ფაზა, პერიოდი, რომელმაც უდიდესი კულტურული ცვლილებები და მიღწევები გამოიწვია ევროპაში მე-14 საუკუნის ბოლოდან ერთი საუკუნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობა მე-14 საუკუნის ადრეულ წლებში ჩაისახა, ამ პერიოდში იტალიური კულტურა ჯერ კიდევ შუასაუკუნეობრივი იყო და რენესანსი სრული ძალით მხოლოდ საუკუნის ბოლოს გაბატონდა. სიტყვა ”რენესანსი” ფრანგულად ნიშნავს ”ხელმეორედ დაბადებას” და ეს ხანა ხასიათდება კლასიკური ანტიკურობისადმი განახლებული ინტერესის გაღვივებით ე.წ. ”ბნელი ხანის” შემდეგ. ეს ცვლილებები უმეტესწილად შეეხო ელიტარულ ფენებს, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრება კი შუა საუკუნეების შემდეგ დიდად არ შეცვლილა.
იტალიური რენესანსი დაიწყო ტოსკანაში, ცენტრებით ფლორენციასა და სიენაში. შემდეგ ის სამხრეთშიც ვრცელდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რომზე, რომელიც თითქმის თავიდან აიგო რენესანსის პაპების მმართველობის პერიოდში. იტალიურმა რენესანსმა პიკს მე-15 საუკუნის ბოლოს მიაღწია, რის შემდეგად უცხოელი დამპრყობლების შემოსევებმა კულტურული ცხოვრების დაქვეითება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, რენესანსის იდეები და იდეალები დანარჩენ ევროპაშიც ვრცელდება, დასაბამს აძლევს რაჩრდილოეთის რენესანსსა და ინდლისურ რენესანსს.
იტალიური რენესანსი განსაკუთრებით ცნობილია ამ პერიოდის კულტურული მიღწევებით. მათ შორისაა ლიტერატურული შრომები ისეთი ფიგურებისა, როგორიცაა ფრანჩესკო პეტრარკა, ბ.კასტილიონე დანიკოლო მაკიაველი, ხელოვნები — მიქელანჯელო ბუონაროტი და ლეონარდო დავინჩი, უდიდესი არქიტექტურული ქმნილებები -- სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარი ფლორენციაში და წმ.პეტრეს ტაძარი რომში. ამავე დროს თანამედროვე ისტორიკოსები ამ პერიოდს განიხილავენ როგორც ეკონომიკური რეგრესიისა და სამეცნიერო პროგრესის უქონლობის ხანას.


 როკოკო

XVIII ს-ის ევროპული ხელოვნების სტილი, რომელსაც საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა, სახელწოდება კი მიიღო ორნამენტიკიდან, რომლის სახელწოდებაცაა «როკაიდი» და რომელიც ამ სტილისთვისაა დამახასიათებელი. როკოკოს სტილმა უარყო ბაროკოსთვის დამახასიათებელი მონუმენტურობა და დიდი გაქანება. ძირითადად გამოხატულება პოვა არქიტექტურაში, ფერწერაში, გრაფიკაში. მისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი გულგრილობა, გამოგონილი განცდების სამყაროსაკენ სწრაფვა, მითოლოგიური და პასტორალური სიუჟეტების დომინირება, სახეების თეატრალობა. როკოკოს ფერწერა (დაზგური სურათები, პანოები, კედლის მოხატულობები, გობელენები) გამოირჩევა კომპოზიციების ასიმეტრიულობით, მოხდენილი, ჩვეულებრივ ღია, მკრთალი საღებავების დახვეწილი შეხამებით. როკოკოს სკულპტურა წარმოდგენილია უპირატესად დეკორატიული რელიეფებით, მცირე ქანდაკებებით, ბიუსტებით, გამოირჩევა მორთულობითა და სინატიფით.
        
                                                                              "ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი"

იმპრესიონიზმი

მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც XIX ს-ის II ნახევარში წარმოიშვა ფრანგულ ფერწერაში, შემდგომ კი გამოვლინდა ხელოვნების სხვა სახეებშიც. მისთვის დამახასიათებელია სამყაროს აღქმასთან დაკავშირებული ხელოვანის წუთიერი შაბეჭდილებების, სულიერი განწყობილების გადმოცემა. იმპრესიონიზმი 1879 წელს აღმოცენდა, როდესაც ნადარის ფსევდონიმით ცნობილი მხატვარ-ფოტოგრაფის სალონში გამოფენილი ექსპონატებიდან დამთვალიერებელთა თვალთახედვის ობიექტად იქცა კლოდ მონეს პატარა ზომის ნამუშევარი სახელწოდებით "მზის ამოსვლა. შთაბეჭდილება". სენსაციებზე მონადირე ჟურნალისტმა, ლერუამ, თავის სტატიაში მონე და მისი თანამოაზრენი "შთაბეჭდილების მხატვრებად" მონათლა. ესენი იყვნენ: ედუარდ მანე, კლოდ მონე, ოგიუსტ რენუარი, ედგარ დეგა. სრულიად ახალი თემების გახსნისა და სინამდვილის მხატვრული გააზრების ახალი პრინციპების საფუძველზე, მათ დაინახეს ასახული ცხოვრების ის მხარეები, რომლებიც მანამდე საერთოდ შეუმჩნეველი იყო ხელოვნებისათვის. იმპრესიონისტებმა ახალი სილამაზე და პოეზია აღმოაჩინეს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიულ ერთიანობაში. მათ სურათებში გვხიბლავს არა მხოლოდ მზის სინათლით აციმციმებული მრავალფეროვნება, მოძრავი ბუნების ცვალებადობის ეფექტები, არამედ მათდამი ადამიანური დამოკიდებულება, მართლად და დამაჯერებლად ასახული ცხოვრებისეული მოტივები, ხალხმრავალი ქუჩები, მოედნები, სახალხო დღესასწაულები, ქალაქისა და სოფლის პეიზაჟები... ამასთან ერთად, იმპრესიონისტთა ნაწარმოებებში ასახულია არა მხოლოდ ობიექტური ცხოვრებისეული სინამდვილე, არამედ თვით მისი ამსახველიც - ადამიანი, შემოქმედი, მოაზროვნე, მათი ჟანრული კომპოზიციები, პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები თავისი შინაარსითა და ფორმით ისახავდნენ ყველაზე მთავარ და სასიცოცხლო მიზანს - სილამაზის, ბედნიერებისა და სიხარულის ესთეტიკურ განცდას. იმპრესიონისტთაგან ღირსეულად მიიღეს ესტაფეტა მხატვრებმა, რომელთაც პოსტიმპრესიონისტებს უწოდებენ და რომელთაც იმპრესიონიზმის მიღწევების საფუძველზე, შემდგომი ძიებების შედეგად, შეიმუშავეს ახალი ფერწერული სისტემა. პოსტიმპრესიონიზმის საერთო სახელწოდებით გაერთიანებულ მხატვართაგან თითოეულმა საკუთარი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. ეს სახელებია: პოლ სეზანი, პოლ გოგენი, ვინსენტ ვან გოგი, ანრი ტულუზ ლოტრეკი... მკაფიო გამოხატულება პოვა იმპრესიონიზმმა ლიტერატურაში, მუსიკაში. მუსიკალური იმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელია სამყაროს სუბიექტურ აღქმასთან დაკავშირებული წუთიერი შთაბეჭდილებების, ინდივიდის სულიერი განცდების ასახვა. მის წარმომადგენელთა (კლოდ დებიუსი, მორის რაველი, მანუელ დე ფალია) შემოქმედებაც ცხოვრების უშუალო აღქმით, ფერადოვანი პეიზაჟური სურათებით, მდიდარი ორკესტრობით გამოირჩევა.


 ავანგარდიზმი


"მეწინავე რაზმი" მიმდინარეობა ხელოვნებაში (XX ს-ის 10-იანი წლებიდან), რომლის წარმომადგენლებიც უარყოფენ ტრადიციული კულტურის მიღწევებს, მიისწრაფვიან ახალი, ჯერ არნახული მხატვრული ფორმების შექმნისაკენ (მაგ., კუბიზმი, ფუტურიზმი, ექსპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი, სერიული და ელექტრონული მუსიკა, დოდეკაფონია, «აბსურდის თეატრი»).







ბაუჰაუსი


"ბაუჰაუსი",მშენებლობისა და მხატვრული კოსტრუირების უმაღლესი სკოლა ,სასწავლო დაწესებულება და არქ-მხატვრული გაეთიანება გერმანიაში.დააარსა არქიტექტოსმა ვ.გროპიუსმა 1919 წელს ვაიმარში."ბაუჰაუსის" მესვეურები ეყრდნობოდნენ ფუნქციონალიზმის ესთეტიკას,მიზნად ისახავდნენ პალსტ ხელოვნებაში შეემუშავებინათ თანამედროვე ფორმების ჩამოყალიბების უნივერს."ბაუჰაუსის" თეორეტიკოსები გამოთქვამდნენ მცდარ შეხედულებებს,უარყოფდნენ ხელოვნების იდეურობასა და რეალიზმს.


                                                    "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" ტომი  2


მანიერიზმი


"მანიერიზმი" მიმდინარეობა XVI საუკუნის ევროპულ ხელოვნებაში.წარმოიშვა მაღალი აღორძინების ხელოვნების ჰუმანისტური კრიტიკის კრიზისის პერიოდში.მანიერიზმის ძირითადი ესთეტიკური კრიტერიუმი არის არა ბუნების მიბაძვა,არამედ  მხატვრული სახის სუბიექტური  "შინაგანი იდეა".მანიერიზმი ყველაზე მეტად იტალიაში განვითარდა.ამ პერიოდის მანიერისტულ ფერწერას ახასიათებს ცივი,"აკადემიური" ოფიციალობა,პედანტური ალეგორიზმი,პრინციპული ეკლექტიზმი-ადამიანის ფორმის სტილიზაცია და დანაწევრება,აგრეთვე მრგვალი ქანდაკების ბრობლემების თამამი გადაწყვეტა.დღევანდელ დასავლურ ხელოვნებათმცოდნეობაში გაუმართლებლად აფართოებენ მანიერიზმის ცნებას.მანიერისტებად მიიჩნევენ იმ ოსტატებსაც,რომლებიც თავიანთი გზით მიდიოდნენ,ან განიცადეს მისი გავლენა.



                                                      "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" ტომი 6

Monday, December 17, 2012

ქრისტიქნული ხელოვნების ისტორია

“გევედრები, უფალო, გაუნათე გონება მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ჩვენთა. დალოცე საქმე მათი, რათა იქმნას ნაღვაწი მათი საკეთილოდ ქვეყანისა, რათა შრომითა თვისითა გემსახურონ შენ, ემსახურონ ერსა ივერიისასა”.
სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილიაII


ისტიანულ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებას საქართველოში თითქმის ორი ათასი წლის ისტორია აქვს. 326-37 წლებს შორის ნათელღებულ ქვეყანაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო სატაძრო-სამონასტრო მშენებლობაცა და მასთან დაკავშირებული ხელოვნების დარგების განვითარებაც. უფრო მეტიც, საკუთრივ საქართველოს გარდა ჩვენს წინაპრებს ეკლესიები და მონასტრები ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანეს ცენტრებშიც უშენებიათ (მაგ.: Vს-ში პეტრე იბერის მიერ დაარსებული მონასტრები იერუსალიმის მახლობლად, X-XI სს-ის ეკლესია-მონასტრები პალესტინაში, სინას, ათონისა და შავ მთებზე, კონსტანტინოპოლში, კუნძულ კვიპროსზე და სხვ.), სადაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდნენ ღვთის სადიდებელ საქმიანობას.
ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ისტორიის შესახებ “ამბიონს” ესაუბრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი, ხლოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე:
“ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულმა ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ძეგლების დიდმა ნაწილმა ჟამთა სიავის გამო ჩვენამდე ვერ მოაღწია. მოღწეულიდანაც ბევრი მნიშვნელოვნად დაზიანებული და სახეცვლილია, მაგრამ ისიც კი, რაც ღვთის შეწევნით შემოგვრჩა, აშკარად მოწმობს, რომ ძველი ქართველი ოსტატების ნაღვაწი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისაა და მას ქრისტიანული კულტურის საგანძურში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი, წრომი, ოშკი, კუმურდო, ბაგრატი, სვეტიცხოველი, ალავერდი, სამთავისი და მრავალი სხვა წმიდა ეკლესია სამშენებლო ხელოვნების ნამდვილი შედევრია. ისინი, ტიპოლოგიურად, მასალით თუ ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმების პრინციპებით საკმაოდ მრავალფეროვანია. ცხადია, ესა თუ ის ტაძარი ეპოქალური სტილური ნიშნებისა და ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი სამშენებლო ტრადიციების გამომხატველი და ზოგადქრისტიანული სიმბოლიკის მატარებელიცაა, მაგრამ არსებობს საინჟინრო თუ მხატვრული თავისებურებები, რითაც შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურა სხვა ქრისტიანული ქვეყნების არქიტექტურისგან აშკარად გამორჩეულია.

იგივე ითქმის საეკლესიო-სამონასტრო ნაგებობებთან განუყოფლად დაკავშირებული ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესახებაც. ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული, საღებავებით ნახატი, ქვასა თუ ხეში ნაკვეთი ჯვრები და ხატები, კედლის მხატვრობა, საეკლესიო ავეჯი და ჭურჭელი, ღვთისმსახურთა შესამოსელი, მდიდრულად მორთული ხელნაწერი წიგნები და სხვ. დახვეწილი ტექნიკით, მხატვრული სინატიფითა და გამოსახულებათა შინაარსის სიღრმით იქცევს ყურადღებას. მათგან ბევრი უნიკალური, განუმეორებელი ნივთია, რომლებშიც კარგად ჩანს ავტორთა დიდი ოსტატობა, ეროვნული ტრადიციების ერთგულება და რაც მთავარია, ღვთის დიდი სიყვარული და მოწიწება.
შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნების განვითარება რთულ ვითარებაში მიმდინარეობდა, ვინაიდან ქართველებს მუდმივად უხდებოდათ ან უცხოელ დამპყრობლებთან ბრძოლა, ან შინა ომებში მონაწილეობა. ასეთ ვითარებაში სწორედ ეკლესია გამოდიოდა ერის გამაძლიერებელ-გამაერთიანებელ ძალად – ომის დროს ლოცვით შეეწეოდა მეომრებს, ხოლო მშვიდობიანობის ჟამს მოსახლეობის სულიერ და ზნეობრივ აღზრდაზე ზრუნავდა.
ქრისტიანული ხელოვნება ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესია-მონასტრებში სამეცნიერო, ლიტერატურული, სამხატვრო თუ სამუსიკო კერების არსებობას, სადაც იწერებოდა, ითარგმნებოდა და მხატვრულად ფორმდებოდა საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური შინაარსის წიგნები, იხატებოდა და იბეჭდებოდა ხატები, იქმნებოდა ფრესკული მხატვრობა, საგალობლები და ა.შ.
ქართველ მეფეთა სურვილითა და შემწეობით ფუძნდებოდა მონასტრები და ტაძრები არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.
ამ მხრივ XIX საუკუნეში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. 1801 წელს ქვეყნისთვის თავსმოხვეული ხელშეკრულებით საქართველოში მეფობა გაუქმდა და რუსეთის იმპერიას თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სტატუსით მიუერთდა. იმ დროს ჩამოერთვა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ავტოკეფალია და სამართავად რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ დანიშნულ რუს ეგზარქოსებს გადაეცა.
ცხადია, ამგვარ ვითარებაში რუსიფიკაცია განიცადა როგორც ღვთისმსახურების წესმა, ისე ხუროთმოძღვრებამ და სახვითმა ხელოვნებამ. თბილისსა და მის გარეთაც გაჩნდა რუსული ტიპის ტაძრები, რომლებიც შუა საუკუნეების ქართულ ტაძრებთან ერთად რუსული იკონოსტასებით, კედლის მხატვრობით, ხატებით, ქსოვილებით, ჭურჭლითა და ავეჯით შეიმოსა. ტაძართა ერთი ნაწილი “სათანადო სახის მისაცემად” კირით ისე შეთეთრდა, რომ ძველი ქართული მოხატულობები შელესილობის ქვეშ აღმოჩნდა.
ახალი სტილი, რუსული ხატები და საეკლესიო ინვენტარი რუსეთიდანაც შემოედინებოდა და თვით საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში ჩამოსახლებული რუსი ოსტატების მიერაც იქმნებოდა. ამგვარი გარემოების შედეგად საქართველოში საეკლესიო ხელოვნებამ სრულიად დაკარგა თვითმყოფადი ხასიათი და იმხანად რუსეთში გავრცელებული რუსულ-ევროპული ყაიდის ხელოვნების პერიფერიულ განშტოებად იქცა. XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ქართული ეროვნული საეკლესიო ხელოვნების განვითარება საკმაოდ ხანგრძლივი დროით შეჩერდა.
ეს პერიოდი საზოგადოების განვითარების იმ ეტაპს დაემთხვა, როცა ცხოვრების სტილი, რიტმი და ზნეობრივი ღირებულებებიც მნიშვნელოვნად გადასხვაფერდა. ადამინთა ცხოვრება პრაგმატული, უტილიტარულ მოთხოვნილებებზე დამოკიდებული და ტექნიკის განვითარებაზე ორიენტირებული გახდა, რამაც, ბუნებრივია, რომ მათ სულიერ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა,Aამიტომაც ამ დროის საეკლესიო ხელოვნებაში ღრმა შინაარსისა და მაღალი მხატვრული დონის ნაწარმოებები საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მდარე ხარისხის ხელოსნური ნაწარმი კი მრავლად გვხვდება.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, ბოლშევიკ ხელისუფალთა მიერ აიკრძალა ღვთისმსახურება, სამღვდელოება საზოგადოების განვითარების მავნე სოციალურ ფენად გამოცხადდა, ეკლესია-მონასტრები დაიხურა, მათი ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი საწყობებად, კლუბებად, თეატრებად და სხვა, კიდევ უფრო შეუფერებელი დანიშნულების სათავსებად გადაკეთდა.
იმდროინდელი ანტირელიგიური კამპანიის დროს საეკლესიო საგანძურის ერთი ნაწილი განადგურდა, მეორე კი, ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწეების უდიდესი ძალისხმევით, მუზეუმებსა და სხვა სახელმწიფო საცავებს ჩაბარდა, სადაც კულტურულ-ისტორიული ძეგლების სტატუსი მიენიჭა.
ამგვარი ვითარება თითქმის ერთი საუკუნე გრძელდებოდა.…
თანამედროვე ქრისტიანული ხელოვნებაღვთის განგებით, ბოლო დროს საქართველოში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. XX ს-ის 70-იან წლებიდან სრულიად გამოაშკარავდა ეკლესიური ცხოვრებისა და მასთან დაკავშირებული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების აღმავლობა. ამ პროცესის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II გახდა. სწორედ მისი უწმიდესობის აღსაყდრების თარიღი – 1978 წელი არის მიჩნეული საქართველოს ეკლესიის ისტორიის ახალი ეტაპის დასაწყისად.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II პატრიარქობის პირველივე წლებიდან განუხრელად შეუდგა ჩვენი ეკლესიის საუკეთესო ტრადიციების აღდგენაზე ზრუნვას. პატრიარქის პიროვნულმა თვისებებმა და პირადმა მაგალითმა დიდად შეუწყო ხელი ქართველი ერის ეკლესიისკენ მობრუნებას. მისი მოღვაწეობის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვთისმსახურთა რიცხვი და ამოქმედდა ის ეკლესია-მონასტრები, სადაც საამისო პირობები მეტ-ნაკლებად უკვე არსებობდა. პატრიარქმა ქვეყნის თანამედროვე და ისტორიულ ტერიტორიებზე აღადგინა და გაამრავლა ეპარქიები. ამასთან, წმიდა სინოდთან ერთად მოახდინა ახალი წმიდანების კანონიზაცია, რითაც ჩვენი ეკლესია კიდევ უფრო გაძლიერდა.
1978-1983 წლებში ილია II აირჩიეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელად, რამაც საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე აამაღლა.
1989 წელს მსოფლიო პატრიარქმა დაადასტურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, რაც ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა მიერ თითქმის ერთი საუკუნე იჩქმალებოდა.
ქრისტიანული ხელოვნებაილია II –ის ლოცვა-კურთხევით, 7988 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია, რომელმაც მომავალ ღვთისმსახურთა განსწავლაში დიდი როლი შეასრულა. ამ უმაღლეს სასწავლებელში გაიხსნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტიც, სადაც საერო პირებსაც მიეცათ საშუალება, დაუფლებოდნენ საღვთო მეცნიერებებსა და მათ შორის, ქრისტიანული ხელოვნების საფუძვლებსაც.
ილია II-ის პატრიარქობის დასაწყისს უკავშირდება 1978-88 და 1982-89 წლებში თბილისში დიდუბის ღვთისმშობლის შობისა და ღვთისმშობლის მიძინების (სიონის) ეკლესიების ფრესკებით შემკობა. უფრო ადრე თბილისშივე წარმოუდგენელი რამ მოხდა – 1946-48 წლებში უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძის ძალისხმევით ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის საკურთხეველი მოიხატა.
ეს მოხატულობები, ფაქტობრივად, თანამედროვე ქართული საეკლესიო ხელოვნების პირველ ნიმუშებს წარმოადგენდა. მათი ავტორები ცნობილი ქართველი მხატვრები – ლადო გუდიაშვილი (ქაშუეთი), ალექსანდრე ბანძელაძე (დიდუბე) და ლევან ცუცქირიძე (სიონი) არიან. მათ შორის მეტ-ნაკლებად ტრადიციული მხოლოდ ალექსანდრე ბანძელაძის მოხატულობა აღმოჩნდა, დანარჩენი ორი კი ავტორთა მიერ, ნებით თუ უნებლიედ, მკვეთრად განსხვავდება შუა საუკუნეების ფრესკული მხატვრობისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური, სტილური და იკონოგრაფიული ნიშან-თვისებებისაგან, რითაც დაირღვა მათი კავშირი მართლმადიდებლურ, კანონიკურ მხატვრობასთან. და მაინც, ამის მიუხედავად, თვით ფაქტი, რომ კომუნისტური მმართველობის დროს საქართველოში შესაძლებელი გახდა ტაძრების მოხატვა, მოასწავებდა, რომ საეკლესიო ხელოვნების აღორძინება დაიწყო და იგი უთუოდ გაგრძელდებოდა.
მართლაც, 80 –იანი წლების ბოლოდან, როდესაც საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში ინტენსიურად დაიწყო ეკლესია-მონასტრების აღდგენა, აღმშენებლობა და ხელოვნების ყველა დარგის აღორძინება.
თანამედროვე ქართული საეკლესიო ხელოვნების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართულენოვანი სახარების ახალი ნუსხის შექმნას, რომელიც ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში ინახება. მასზე მუშაობა უწმიდესის კურთხევით 1984 წელს დაიწყო და 2004 წელს დასრულდა.
წმიდესის კურთხევით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხატწერისა და ქარგვის სახელოსნოებიც გაიხსნა. დაარსდა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ხატწერის ფაკულტეტებიც.
ამის პარალელურად, თბილისსა და ეპარქიებში ცალკეულ მონასტრებთან და ტაძრებთან ამუშავდა სახელოსნოები, სადაც ბერ-მონაზვნები და მრევლი საკუთარი ხელით ადიდებენ უფალს~.
ქეთი ჭელიძე
www.ambioni.ge

Wednesday, December 12, 2012

"ხელოვნება ხელოვნებისთვის"


D"wminda xelovneba",garkveuli esTetikuri Tvalsazrisi,romelic xelovnebis TavisTavadi Rirebulebis aucileblobas moiTxovs da uaryofs xelovnebis gamoyenebas araesTetikuri mizniT.iigi xelovnebis Rirebulebas SeuTavseblad miiCnevs araesTetikur RirebulebasTan.ramdenime vrceli da Camoyalibebuli saxe miiRo aRniSnulma Teoriam XIX s.-is 80-ian wlebSi,safrangeTSi e.w. "Tanamedrove parnaselebTan".
sxvadasxva socialur,istoriul da kulturul garemoSi wminda xelovnebis Teoria da praqtika gansxvavebul mniSvnelobas iZens.magaliTad burJuaziis swrafvis epoqaSi romantikosebis mier xelovnebis izolacias ramdenime dadebiTi mniSvneloba hqonda.Tanamedrove esteTizmi,romelic socialri TavisuflebisaTvis brZolisagan gandgomas qadagebs,reaqciulia.marqsistuli esTetikis mixedviT xelovneba,esTetikis srulyofileba da socialuri aqtivoba erTmaneTs avsebs.


r.Sengelia 
   
     "qarTuli sabWoTa enciklopedia" tomi 11

ხელოვნება.ზოგადი ინფორმაცია


ელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანისა (ვტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას,მუსიკას,ცეკვას,დრამატურგიას,მხატვრობას,სკულპტურასა და არქიტექტურას.ვიწრო გაგებით, xelovnebaSi გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას,ანუ ფერწერას,გრაფიკასა და ხუროთმოძღვრებას.სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა:გრამატიკა,ლოგიკა,რიტორიკა,არითმეტიკა,მუსიკა,გეომეტრია და ასტრონომია.დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა.ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამეტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა:ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.

Monday, December 10, 2012

ტერმინი ხელოვნება




xelovneba,sazogadoebrivi cnobierebis erT-erTi forma,romlis specifikuri Taviseburebaa sinamdvilis mxatvruli asaxva.xelovneba,rogorc sazogadoebrivi cnobierebis forma garkveul Sinaarss anu sulier informacias gadascems aRmqmels.es Sinaarsi ganlovneba mogviTxrobs erT romelime konkretul faqtsa Tu SemTxvevaze,vinmes Tavgadasavalsa Tu cxovrebis bedze.xelovnebis nawarmoebis konkretuli ambavi SeumCnevlad axal SinaarsSi gadadis,moTxrobili ideis gamovlenad iqceva.aseTi Sinaarseuli dafenianeba xelovnebis specifikuri Taviseburebaa.xelovnebis nawarmoebSi gadmocemuli Sinaarsi TiTqos sababia,stimulia,romelic garkveul mimarTulebas aZlevs Cvens fantazias axal-axali Sinaarsisaken,gadavdivarT uSualod mocemuli Sinaarsis farglebs gareT da TandaTan Cveni cxovrebis uRrmesi sazrisisken vixedebiT.es Cveni fantaziis Tavisufali moqmedebaa,magram igi nawamoebSi mocemuli SinaarsiT aris "daprogramebuli".xelovneba arsebobs mxatvrul qmnilebaTa saxiT(qandakeba,taZari,portreti,peizaJi,simfonia,leqsi da sxva)mxatvrul qmnilebas davinaxavT,movismenT.igi grZnobad-realuri elementebisagan Sedgeba,aqvs feri,forma,xma.amitom esTetikaSi gavrcelebulia azri,rom mxatvruli Sinaarsisa da saerTod mSvenierebis aRqmis organoebia Tvali da yuri,rom xelovnebis sinaarsi da mSvenierebac grZnobadia,esTetikuria.magram xelovnebis nawarmoebis Sinaarsi marto danaxuliT da mosmeniliT ar amoiwureba.magaliTad portretSi Cven vxedavT ama Tu im pirovnebis saxis formas,Tvalebis Wrilsa da fers,Tmis varcxnilobasa da a.S.,magram "vxedavT" aseve ama Tu im pirovnebis ganwyob xedavs uangarobas,siyvaruls,sasowarkveTas,miusafrobasa da sulieri cxovrebis sxva amgvar faqts.magram realurad siyvaruls,mowiwebas,erTgulebas,SiSsa da sxva.amgvar sulier movlenas,verc TvaliT dainaxav da arc yuriT mosasmeni xmovaneba aqvs.amitom esTetikaSi gavrcelebulia azri,rom xelovnebis Sinaarsi ori erTmaneTisagan mkveTrad gamosarCevi fenisagan Sedgeba: pirvelis elementebia fiz.-realurad arsebuli formebi,ferebi,masebi,bgerebi da sxva,romliTac vxedavT,vgrZnobT da vismenT.meorisa-suulieri cxovrebis is elementebi da faqtebi,romlebsac fiz-realuri grZnobadi xati ar aqvT.amgvarad xelovnebis SinaarsSi arsebobs erTmaneTisagan naTlad gamosarCevi grZnobadi da zegrZnobadi (aragrZnobadi) fenebi.xelovnebis Sinaarsi arasdros araa neitraluri.igi an mSvenieria,an amaRlebuli,an tragikulia,an komikuri,an erTdroulad mSvenieric aris da amaRlebulic.amitom xelovnebis Sinaarsi udidesi emociuri zemoqmedebis Zalisaa,magram ara imitom,rom igi Cveni pirovnebis romelime interess Seesityveba,aramed TavisTavad,obieqturad.
ra qmnis xelovnebis Sinaarsis emociur Taviseburebas?saidan aqvs mas Tvalwarmtaci,"jadosnuri" momxibvleloba?ra elementebisgan Sedgeba igi?xelovnebis Sinaaris elementebs,uwinares yovlisa,bunebisa da adamianis yofa-cxovrebis faqtebi Seadgenen,masSi CvenTvis cnobili realuri sinamdvilea asaxuli.esTetikaSi TiTqmis xelovnebis warmoSobis iT mxatvruli literatura,ara marto asaxavs sinamdviles,aramed garkveul codnasac Seicavs xSirad ama Tu im saz. Mmovlenisa da zogjer faqtebis Sesaxebac.am aspeqtiT xelovneba mecnierebas hgavs.mosazrebas,rom xelovneba aris Semecnebis gvari,iziarebdnen rusi revolucioner-demokratebi.saqarTveloSi principulad amave azrisa iyvnen ilia WavWavaZe da niko nikolaZe.
xelovnebis SemoqmedebTi buneba,rasakvirvelia,RvTaebrivi Semoqmedeba araa.xelovneba mxolod axal kompoziciebs qmnis anu maTi bunebrivi kavSirisgan gansxvavebulad warmogvidgens realuri sinamdvilis sagnebsa da movlenebs da zogjer bunebrivad daukavSirebelsac ki akavSirebs erTmaneTTan.xelovnebiTi nimuSis zogadi nimuSia vaJa-fSavelas mier Seqmnili mxatvruli saxe:
                        "nisli fiqria mTebisa,
                        imaT kacobis gvirgvini."
xelovneba Semoqmedebaa.igi axal kompoziciebs,axal kavsirebs qmnis,magram aqvs ki rame mizani am saqmianobas,Tu igi ubralko garTobaa da axal-axali,zogjer ucnauri mxatvruli saxeebis Seqmnis TavisuflebiT tkbobaa?zogierTi esTetikosi xelovnebas swored Tavisufal TamaSad Tvlis.radgan xelovneba Semoqmedebaa,masSi,rasakvirvelia,aris Tavisuflebisa da TamaSis momentic,magram motivi,romelic axali sinamdvilis Sesaqmnelad amzadebs xelovans aris adamianis erT-erTi ZiriTadi mizani-Tavisi idealebis Sesatyvisad gardaqmnas samyaro.
xelovnebas adamiani qmnis,adamiani ki sazogadoebis produqtia.kacobriobis istoriis sxvadasxva tipis sazogadoebas sxvadasxva sazrunavi da saocnebo hqonda.amitom xelovnebis istoriaSic arsebobs gansxvavebuli idealebiTa da ideebiT sulCadgmuli sxvadasxva epoqis xelovneba.







                         "qarTuli saWoTa enciklobedia"  tomi 11.