Cem mier wardgenil
blogSi saubaria xelovnebis mimdinareobebze,erT-erTi aseTi mimdinareobaa
renesansi da minda warmogidginoT kvleva aRorZinebis xanis cnobil
warmomadgenelze leonardo da vinCze da mis erT-erT mniSvnelovan namuSevarze,saxelwodebiT
“jokonda”.
"მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს.კომპოზიციის დაკვირვებულ ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ლეონარდო არ ცდილობდა შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი."მონა ლიზა" გახდა მხატვრის იდეების ხორცშესხმა, რომელთაც იგი თავისივე „მხატვრობის ტრაქტატში“ წერდა. საკუთარი ნამუშევრებისადმი მიდგომას ყოველთვის ჰქონდა მეცნიერული ხასიათი. ამიტომაც „მონა ლიზა“, რომლის შექმნაზედაც მან უამრავი წელი დახარჯა, იქცა ლამაზ, მაგრამ ამავე დროს მიუღწეველ და უემოციო სახებად. მიუხედავად იმისა, რომ ჯოკონდას მზერა ჩვენსკენაა მომართული, არსებობს ბარიერი მასსა და ჩვენს შორის — სკამის სახელური, წარმოსახული, როგორც ღობე. ასეთი კონცეფცია გამორიცხავს ინტიმური დიალოგის შესაძლებლობას, როგორც, მაგალითად, ბალტაზარ კასტილონეს პორტრეტში, შექმნილი რაფაელის მიერ 10 წლით მოგვიანებით. ჩვენს წინაშე უკვე არაა მომღიმარი ქალი, არამედ სიკვდილის დამცინავი გამოსახულება. ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ სრულად არ გადაიცემა რეპროდუქციებსა და ასლებში. აქ არის გადმოცემული ადამიანის არსებობის სრული შეუცნობელობა, ამაშია ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო იმაშია, თუ როგორ მოახერხა მან ლამაზი ქალის სახეში გამოეხატა ასე ნათლად თავის ქალა, სიკვდილი. ეს ხომ თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. მაგრამ ეს უდიდესლი მხატვრისა და ფილოსოფოსის სულისა და ფიქრების უმაღლესი საფეხურია.Sunday, January 20, 2013
Thursday, January 17, 2013
ხელოვნების ფსიქოლოგიის შესახებ
როგორც ცნობილია, ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება ''სულის შესახებ'', ინდივიდების ქცევასა და ფსიქიკურ პროცესებს შეისწავლის. მისი ერთ–ერთი განხრა ხელოვნების ფსიქოლოგიაც დაინტერესებულია ადამიანის შინაგანი რაობის კვლევით, იმდენად რამდენადაც ხელოვნება ადამიანის უხილავის სიღრმის თუ სიმაღლის უშუალო და პირდაპირი ანარეკლია. ხელოვნების და კულტურის ჭრილიდან ფსიქოლოგიამ სცადა გამოკვეთილად დაენახა მისი შემქმნელიც და ადრესატიც, ანუ კრეატორიცა და რეციპიენტიც. ადამიანის საკვლევად ფსიქოლოგიამ მიმართა მითოლოგიას, ფოლოკლორს, რათა მათში ეპოვნა კაცობრიობის ფსიქოლოგიური საწყისები. ხელოვნებას ფსიქოლოგია შეისწავლის, როგორც დაკავშირებულს ადამიანთან და გარკვეულ ფსიქო–სოციალურ პროცესებთან და მის ძირითად ამოცანებს შეადგენს: 1. პრობლემა ''რატომ''. რატომ იქმნება ხელოვნების ნაწარმოები, რომელი ფსიქო–სოციალური კანონზომიერებები მოქმედებენ შემოქმედების პროცესში, რა არის შემოქმედების იმპულსი და ა.შ 2. ავტორის ფსიქოლოგიური კვლევა. რა სახით აისახება ავტორის ფსიქოლოგია მის შემოქმედებაში, რა პიროვნული ნიშნები აყალიბებს კრეატორს და ა.შ. 3. ხელოვნების ფსიქოლოგიური ანალიზი, როგორი სახით არის წარმოდგენილი მხატვრული ნაწარმოები, მისი ფსიქოლოგიური აღწერა, წრმოდგენილი მხატვრული მეთოდების , სიმბოლოების, სტილის ფსიქოლოგიური გააზრება ფსიქო–სოციალური კანონზომიერებებთან მიმართებით...4. მხატვრული კომუნიკაციის საკითხთა კვლევა , ანუ რატომ და როგორ ახდენს აღმქმელზე ზემოქმედებას მხატვრული ნაწარმოები. 5. ხელოვნების ცალკეული დარგების გამოყენება კონკრეტული ფსიქო–თერაპიული მიზნებისთვის, როგორიცაა არტ–თერაპია. ეს მეთოდი გულისხმობს მხატვრული შემოქმედების, ხელოვნების ჩართვას ადამიანის ფსიქოლოგიური დახმარების პროცესში.
ამგვარად,ხელოვნების ფსიქოლოგია შეისწავლის მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიურ მექანიზმსა და ახდენს პიროვნების თავისებურებების გამოვლენას ხელოვნების ნაწარმოების შექმნისა და აღქმის პროცესში.
ამგვარად,ხელოვნების ფსიქოლოგია შეისწავლის მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიურ მექანიზმსა და ახდენს პიროვნების თავისებურებების გამოვლენას ხელოვნების ნაწარმოების შექმნისა და აღქმის პროცესში.
ilias saxelmwifo
universiteti.”rogor kurnavs xelovneba”
ანტიკური ხელოვნება
"ძველებური, ძველი"
ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის ხელოვნება. ცნება «ანტიკური ხელოვნება» გაჩნდა აღორძინების (რენესანსის) ეპოქაში, როცა ძველი საბერძნეთისა და რომის შესანიშნავილში - აკროპოლისზეა აღმართული. ამავე პერიოდში შეიქმნა ძველბერძნული ქანდაკების საუკეთესო ნიმუშები, რომლებშიც გამოკვეთილია პროპორციები, მოძრაობა, სახეებში - შთაგონება. თავისი დროის უდიდესი მოქანდაკეები იყვნენ მირონი, პოლიკლიტე, ფიდიასი, ძვ.წ..IV ს-ში კი - სკოპასი, პრაქსიტელე, ლისიპე. ძველი რომის ხელოვნებამ საკუთარი წვლილი შეიტანა უძველესი სამყაროს მხატვრული კულტურის განვითარებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შესანიშნავად დაგეგმილი ქალაქების ანსამბლები, უძველესი სამყაროს ყველაზე დიდი ამფითეატრი - კოლიზეუმი, რომის იმპერიის ღმერთთა ტაძარი - პანთეონი. აღსანიშნავია რომაული სკულპტურული პორტრეტის ხელოვნება, რომელიც გამოირჩევა სახეების ზუსტი დახასიათებითა და ცხოვრებისეული სიმართლით; ფრესკული ფერწერისა და მოზაიკის ნიმუშები კი, რომლებიც აღმოაჩინეს პომპეის გათხრებისას, ეპოქის თავისებური ბიოგრაფიაა, ასახული განუმეორებელ მხატვრულ სახეებში. ცნება «ანტიკური თეატრი» გულისხმობს, ძირითადად, ძველბერძნულსა და ძველრომაულ თეატრს. ანტიკური თეატრის განვითარების პერიოდში ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ხელოვნებას, აიგო თეატრალური ნაგებობები, შეიქმნა სპექტაკლების დეკორაციული გაფორმების პირველი ნიმუშები. დიონისეს თეატრი 17 ათას მაყურებელს იტევდა, ერთ-ერთი უდიდესი, მეგაპოლისის თეატრი კი - 44 000. ანტიკური ლიტერატურის ჟანრთა სათავეში იდგა გმირული პოემა (ჰომეროსის «ილიადა» და «ოდისეა»), რომლის შემდეგაც განსაკუთრებით პატივსაცემ ჟანრად ითვლებოდა ტრაგედია. მასში აისახებოდა ეპიზოდები ბერძნული მითებიდან. ბერძნული ტრაგედიის კლასიკოსები იყვნენ ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე, რომში - სენეკა. კომედიის ჟანრის ოსტატად ითვლებოდა არისტოფანე. ანტიკურ ლირიკაში გაბატონებული ჟანრი იყო «ოდა», რაც ნიშნავდა უბრალოდ სიმღერას, ანუ ლექსს სიმღერისათვის. დეკლამირებისათვის განკუთვნილ ლექსს უწოდებდნენ "ელეგიას".

Subscribe to:
Posts (Atom)