როგორც ცნობილია, ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება ''სულის შესახებ'', ინდივიდების ქცევასა და ფსიქიკურ პროცესებს შეისწავლის. მისი ერთ–ერთი განხრა ხელოვნების ფსიქოლოგიაც დაინტერესებულია ადამიანის შინაგანი რაობის კვლევით, იმდენად რამდენადაც ხელოვნება ადამიანის უხილავის სიღრმის თუ სიმაღლის უშუალო და პირდაპირი ანარეკლია. ხელოვნების და კულტურის ჭრილიდან ფსიქოლოგიამ სცადა გამოკვეთილად დაენახა მისი შემქმნელიც და ადრესატიც, ანუ კრეატორიცა და რეციპიენტიც. ადამიანის საკვლევად ფსიქოლოგიამ მიმართა მითოლოგიას, ფოლოკლორს, რათა მათში ეპოვნა კაცობრიობის ფსიქოლოგიური საწყისები. ხელოვნებას ფსიქოლოგია შეისწავლის, როგორც დაკავშირებულს ადამიანთან და გარკვეულ ფსიქო–სოციალურ პროცესებთან და მის ძირითად ამოცანებს შეადგენს: 1. პრობლემა ''რატომ''. რატომ იქმნება ხელოვნების ნაწარმოები, რომელი ფსიქო–სოციალური კანონზომიერებები მოქმედებენ შემოქმედების პროცესში, რა არის შემოქმედების იმპულსი და ა.შ 2. ავტორის ფსიქოლოგიური კვლევა. რა სახით აისახება ავტორის ფსიქოლოგია მის შემოქმედებაში, რა პიროვნული ნიშნები აყალიბებს კრეატორს და ა.შ. 3. ხელოვნების ფსიქოლოგიური ანალიზი, როგორი სახით არის წარმოდგენილი მხატვრული ნაწარმოები, მისი ფსიქოლოგიური აღწერა, წრმოდგენილი მხატვრული მეთოდების , სიმბოლოების, სტილის ფსიქოლოგიური გააზრება ფსიქო–სოციალური კანონზომიერებებთან მიმართებით...4. მხატვრული კომუნიკაციის საკითხთა კვლევა , ანუ რატომ და როგორ ახდენს აღმქმელზე ზემოქმედებას მხატვრული ნაწარმოები. 5. ხელოვნების ცალკეული დარგების გამოყენება კონკრეტული ფსიქო–თერაპიული მიზნებისთვის, როგორიცაა არტ–თერაპია. ეს მეთოდი გულისხმობს მხატვრული შემოქმედების, ხელოვნების ჩართვას ადამიანის ფსიქოლოგიური დახმარების პროცესში.
ამგვარად,ხელოვნების ფსიქოლოგია შეისწავლის მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიურ მექანიზმსა და ახდენს პიროვნების თავისებურებების გამოვლენას ხელოვნების ნაწარმოების შექმნისა და აღქმის პროცესში.
ilias saxelmwifo
universiteti.”rogor kurnavs xelovneba”
No comments:
Post a Comment